რუსთავში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გარბენით გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა როგორც საჯარო ისე კერძო სკოლების მოსავლეებმა მიიღეს. გოგონებში 6, ვაჟებში კი 10 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატში 2002-2003-2004 წლებში დაბადებული მოსწავლეები იყვნენ ჩართული. დღევანდელ შეჯიბში პირველი ადგილი გოგოებში 23 სკოლას ერგო, ხოლო ვაჟებში 18 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა რუსთავში უკვე მესამედ ტარდება. საქალაქო ტურნირში გამარჯვებული გუნდები რეგიონულ შეეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას, რის შედეგადაც გამოვლინდებაა საქართველოს პირველობაზე წარსადგენი გუნდები. ოლიმპიადა სპორტის 7 სახეობაში: გარბენში, ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, ბადმინტონში და მაგიდის ჩოგბურთში იმართება.