გარემოს ეროვნული სააგენტო - 13-15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 13-14 ოქტომბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.
13 ოქტომბერს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ნისლიც, ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს. 14-15 ოქტომბერს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 13 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ტემერატურა +17, +19 გრადუსი, ხოლო 14-15 ოქტომბერს ისევ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 13 ოქტომბერს +17°C, 14 ოქტომბერი +21°C, 15 ოქტომბერი +22°C, 16 ოქტომბერი +15°C.