რუსთავში, კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
გზის გადაკეტვის მიზეზი, პოპულარული ქართული სერიალის ჩემი ცოლის დაქალების მე-14 სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება გახდა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ჩცდ-ს სერიის ერთ-ერთ ეპიზოდს სპორტის ქუჩის შემდეგ უკვე კოსტავას გამზირზე იღებენ, მანამდე შემოქმედებითი ჯგუფი რუსთაველის ქუჩაზე მუშაობდა.
საავტომობილო მოძრაობა ცენტრალურ ქუჩაზე დაახლოებით 17:00 საათისთვის აღდგება.