ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი ნახეს

2018-10-12 12:08:01

საქართველოს საკონსულომ საბერძნეთში დაიწყო გარდაცვლილი ქართველი ქალის გადმოსვენების პროცედურები. ჯერჯერობით უცნობია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასურებენ და აცხადებენ, რომ „გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო”.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში მცხოვრები 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არაოფიციალური ინფორმაციით ქართველი ემიგრანტი მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.