საპროტესტო აქცია გარდაბანში

2018-10-12 11:49:23

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კომპანია რონქშენის თანამშრომლები გაიფიცნენ.

გაფიცულების თქმით, მათ არ აქვთ სამუშაო პირობები, არ აქვთ ხელშეკრულებები, პრობლემა აქვთ კვებაზე, დაზღვევაზე, არ აქვთ ადგილი სადაც ისინი უნიფორმის გამოცვლას შეძლებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ზომებიც არ არის დაცული.

ამ დროისთვის გარდაბანში კომბინირებული ციკლის „თბოსადგურ 2“-ის მშენებლობაზე მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეები მუშაობენ.

მათი განმარტებით, ენის ბარიერის გამო ვერ ახერხებენ კომუნიკაციას დამსაქმებელთან.

გაფიცულები პრობლემის მოგვერებამდე მუშაობას არ აპირებენ.
ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აქციის რამდენიმე წარმომადგენელი აწარმოებს.

სამუშაოებს გარდაბნის თბოსადგურში ჩინური კომპანია „ჩაინა თიანჩენ ინჯინიერინგ ქორფორეიშენი“ ახორციელებს.