სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა

2018-10-12 10:33:47

გუშინ საღამოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლის ხევში ჩავარდა. ავტომობილში 3 მამაკაცი იმყოფებოდა, სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. 1 მამაკაცი მსუბუქად დაშავდა ხოლო 2-ს მდგომარება შედარებით მძიმეა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს."