მარნეულის პოლიციამ ირანის 2 მოქალაქე დააკავა.
არსებული ინფორმაციით 70 წლამდე მამაკაცები ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა გასაღებისთვის დააკავეს.
დაკავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მას მერე გადაიყვანეს რაც გაირკვა რომ ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს სხეულში მალავდნენ.
ირანის მოქალაქეებს ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის მიზნით შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება უტარდებათ.