რუსთავში დაკარგული მოზარდები იპოვეს

2018-10-12 00:04:07

რუსთავში, დაკარგული 2 ბიჭი იპოვეს.

14 წლის მოზარდების დაკარგვიის შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ საღამოს შევიდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბიჭები 10 ოქტომბერს სკოლის მერე გაუჩინარდნენ, რის შემდეგაც მათ ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები მთელი ღამე ეძებდნენ. მათ იმედი ჰქონდათ რომ ბიჭები გამთენიისას მაინც დაბრუნდებოდნენ სახლში თუმცა რომ არ დაბრუნდნენ ძებნა განაგრძეს.

პოლიციაში შესული შეტყობინების შემდეგ, ფაქტზე გამოძიება სსკ 143 მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

დღის მეორე ნახევარში მოზარდები საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისევ გამოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით მოსწავლეები რუსთავის ქუჩებში სეირნობდნენ. ამ დროისთვის მოზარდები პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.