უნიკალური ავტომობილები რუსთავში [video]

2018-10-11 21:36:10

უნიკალური ავტომობილები რუსთავში. [ვიდეო/video]

2 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით ტური 20 უნიკალური კლასიკური ავტომანქანის მონაწილეობით დაიგეგმა. რალი სახელწოდებით Peaks of the Caucasus მთელ კავკასიას შემოივლის. ეს არის ბიზნესმენებისგან შედგენილი ჯგუფი რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი, უნიკალური და ძვირადღირებული კლასიკური ავტომობილებით მოგზაურობს.

ავტომობილების ძირითადი ნაწილი მეორე მსოფლიო ომამდეა წარმოებული. ყველაზე ძველი მანქანა - Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო უახლესი - Jaguar Mark V Dropead Coupe - 1951 წელს.

ტურის ორგანიზატორი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ - "ჩვენ საქართველოს ვეწვიეთ 1 კვირის წინ, ძალიან მოხარულები და აღფრთოვანებულები ვართ თქვენი ქვეყნით. აქ არის ძალიან ლამაზი ბუნება და ცხოვრობენ მეგობრული ადამიანები"

ღონისძიებაში 9 ქვეყნის წარმომადგენელი სამოცამდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. სანახაობრივმა მსვლელობამ რუსთავიდან დავით გარეჯის მიმართულებით გადაინაცვლა. ტურის მონაწილეები 14 ოქტომბრამდე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან.