12 ოქტომბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-10-11 18:54:19

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება 15:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდება 2655 აბონენტს რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას, კლდიაშვილის ქუჩებზე. 15:00-დან 16:00 საათამდე - 89 აბონენტს რუსთავში ფალიაშვილის, ლომოურის,  მშენებელთა ქუჩებზე, 6, 7, 11-ე მიკრორაიონებში. 15:00-დან 16:00 საათამდე - 2486 აბონენტს რუსთავში თოდრიას, კლდიაშვილის, შევჩენკოს, 9 ძმა ხერხეულიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

10:00-დან 19:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება 511 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამგორი, ნასაგური, დიდი ლილო, ვარკეთილი. 15:00-დან 18:00 საათამდე - 2722 აბონენტს სოფლებში ყარაჯალარი, აქთაკლია, კარათაკლია, ფოლადაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე - 407 აბონენტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდური, ცურტავი, ხიდისყური.

10:30-დან 19:00 საათამდე - 2559 აბონენტს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, საფარლო, ქვემო ოროზმანი და მიმდებარე სოფლებში.

14:00-დან 16:00  საათამდე - 487 აბონენტს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნარდევანი, აიაზმა.   12:00-დან 18:00 საათამდე - 1099 აბონენტს სოფლებში ავრანლო, კიზილ-კილისა, რეხა, ხანდო, აიაზმა.

11:15-დან 19:00 საათამდე - 2800 აბონენტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა, აზიზკენდი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 19:30 საათამდე - 38 აბონენტს იალღუჯის დასახლების, ჯანდარის, კიზილ-აჯილოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 13:00-დან 19:00 საათამდე - 61 აბონენტს სოფლებში მარადისი, კულარი, შულავერი, ყულარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.