წინასაარჩევნო შეხვედრა

2018-10-11 17:35:58

"ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი რუსთავში იმყოფებოდა. [ვიდეო/video]

შალვა ნათელაშვილმა ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა და საარჩევნო პროგრამის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინა და მათ კითხვებს უპასუხა.

ნათელაშვილმა რუსთავის საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში რუსთავის საწარმოო პოტენციალი სრულად იქნება ათვისებული.