რუსთავი ჩცდ-ს სერიალში

2018-10-10 18:17:34

პოპულარული ქართული სერიალის – ჩემი ცოლის დაქალების მე-14 სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდი რუსთავში გადაიღეს.

სერიალში, ძველ რუსთავში, კონკრეტულად კი სპორტის ქუჩაზე გადაღებული კადრები იქნება ნაჩვენები. რუსთავში იმყოფებიან შემოქმედებითი ჯგუფის წევრები.

სერიალის შემქმნელები ახალ სეზონზე მაყურებლებს კიდევ უფრო მეტ სიახლესა და საინტერესო ხაზებს პირდებიან.

სერიალ ჩემი ცოლის დაქალების მე-14 სეზონი 5 ოქტომბერს დაიწყო.