შსს-მ საქმე ძალადობის მუხლით აღძრა

2018-10-10 17:01:36

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თამარ მეტრეველის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში ინფო რუსთავს განუცხადეს, საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.

"რუსთავის პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, სამართალდამცველებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. დაზარალებულმა ახალგაზრდამ განმარტა, რომ მისთვის უცნობმა პირმა დაზიანება მიაყენა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს თვითმხილველების გამოკითხვა და ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები"- აცხადებენ უწყებაში.