საწვავი ისევ გაძვირდა

2018-10-10 14:42:59

საწვავი ისევ გაძვირდა. ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე დაახლოებით 5-8 თეთრით მოიმატა და უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია.

ეკონომიკის დარგის ექსპერტები ფასის ზრდას ორი ძირითადი ფაქტორით ხსნიან: ესენია -ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მატება და ლარის გაუფასურება.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს საწვავის ფასი, რაც თავის მხრივ, გავლენას იქონიებს სხვა პროდუქტების ფასების ზრდაზე.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასის ზრდის პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.