ავტოსაგზაო შემთხვევა

2018-10-10 14:14:29

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში.

შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.