პრეზიდნტობის კანდიდატი მარნეულში

2018-10-10 13:57:12

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა.

ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში სახელმწიფო ენასა და ორმაგ მოქალაქეობაზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა მარიხუანას მოხმარებაზე და აღნიშნა რომ ის ლეგალიზაციის წინააღმდეგია.

"მე არ ვარ და არასდროს ვიქნები ლეგალიზაციის მომხრე. მე ვარ დედა და ვიზიარებ დედების მწუხარებას, რომ შესაძლოა ეს საკითხი არასწორად იქნეს გაგებული ახალგაზრდების მხრიდან. მე ვარ დარწმუნებული, რომ ახალგაზრდები არიან მთავარი ძალა და უნდა დავიცვათ ისინი." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი, დეპუტატები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.