ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2018-10-07 23:04:15

ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში მთავარ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. "ვოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბიჭს დაეჯახა.

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დხმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მოზარდს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა მიღებული, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
 
შსს-ში განაცხადეს რომ - ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.