10 ოქტომბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-10-09 18:14:06

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 9705 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში კაჩაგანი, ტაკალო, აღმამედლო, კიზილ აჯლო და მიმდებარე სოფებში,

11:40-დან 18:30 საათამდე 839 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფელბში წინწყარო, ქოსალარი, არნაუთი და მიმდებარე სოფლებში,

12:30-დან 19:00 საათამდე 6197 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, ამამლო, ოროზმანი, კამიშლო და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 20:00 საათამდე 6682 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფელბში სართიჭალა, მუღანლო, სიონის უბანი, თელეთი, კარათაკლია, ყარაჯალარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.