რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2018-10-09 16:41:40

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "რუსთავი, ფალიაშვილის ქ. N 33-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 09/10-ის 17:00-დან 23:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

მე-6, 7, 7ა, 8, 14, 15, 20, 21 მიკრორაიონებს, მეგობრობის, შარტავას, ყაზბეგს, ცურტაველის, თბილისის, მაჩაბელის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას, 9-ძმა ხერხეულიძის, თოდრიის, კლდიაშვილის, კიკვიძის, გურამიშვილის, ლომოურის, ფალიაშვილის, დოლიძის, ჩოხელის, გონაშვილის, მესხიშვილის, ტაშკენტის, ლეონიძის, ლესელიძის, მარჯანიშვილის ქუჩებს, გასასვლელებს და ჩიხებს.