განთავსდება თუ არა FedEx-ი რუსთავში [video]

2018-10-09 16:20:34

"მე მახსოვს, რომ თავის დროზე ფედექსს უნდოდა რომ საქართველო გამხდარიყო ერთერთი ლოჯისტიკური ცენტრი მათთვის.  ჩვენი ადგილი ჩინეთის გზაზე არის ცენტრალური და აქვე რუსთავსაც აქვს ძალიან ცენტრალური ადგილი, როგორ იქნება გამოყენებული ამაზე ვიფიქროთ. ამ კუთხით ვიფიქრებ და მერე ვიზრუნებ"- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, "ინფო რუსთავი"-ს, რუსთავის განვითარების ხედვასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. [ვიდეო/video]

"მე არამგონია თავისუფალი ეკონომიური ზონები იყოს მთელ ქყვეყანაში გამართულებული იმიტომ, რომ ეს არ არის ის რაც აძლიერებს სახელმწიფოს, თუ რომელიმე ადგილას მართლა არის მიზეზები რატომაც გამართლებული არის სხვა რამეა. მე არამგონია რომ ეს სწორი სტრატეგია იყოს"- განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა ინფო რუსთავთან .