ზურაბიშვილს აქციის მონაწილეები დახვდნენ [video]

2018-10-09 15:50:28

სალომე ზურაბიშვილის რუსთაველ ამომრჩეველთან შეხვედრა ხმაურით დასრულდა. [ვიდეო/video]

სიტყვით გამოსვლის შემდგომ პრეზიდენტობის კანდიდატს გარეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დახვდნენ.
პარტიის წევრებმა სალომე ზურაბიშვილი შეძახილებით გააცილეს. დაპირისპირება იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის რა დროსაც ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ორი აქტივისტი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყოს საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
ხმაური მოჰყვა ასევე სოზარ სუბარის და არჩილ თალაკვაძის შენობიდან გამოსვლას რა დროსაც არჩილ თალაკვაძესა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა.