ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

2018-10-09 11:00:19

ჩხოროწყუში, სოფელ კირცხში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დამწვარია 140 კვ.მ. ფართობი. ხანძრის დროს სახლში 80 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.