ხალხმრავლობა თბილისის სადგურებზე

2018-10-08 20:00:15

თბილისიდან მგზავრები რუსთავში ვერ ბრუნდებიან.

ათობით ადამიანი ელოდება ტრანსპორტს სპორტის სასახლესთან. "ინფო რუსთავს" ერთერთი მგზავრი დაუკავშირდა რომელმაც განაცხადა რომ - "ძალიან ბევრი ადამიანია სადგურზე. ზუსტად 1 საათი ველოდეთ მარშუტკას, მოვიდა და უცებ აივსო. აქ ხალხის ნაკადი კიდევ უფრო მატულობს, მიკროავტუბუსი კი არსად ჩანს".

"ინფო რუსთავი" კომპანია "ინტერტრანსს" დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ ყველა მიკროავტობუსი გზაშია - "არის პიკის საათი, დედაქალაქში გადატვირთულია მოძრაობა, საცობებია თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე. მაქსიმალურად ვეცდებით რომ მგზავრები დროულად წამოვიყვანოთ რუსთავში".