საწვავის ფასმა მოიმატა

2018-10-08 19:22:15

საქართველოში საწვავის ფასმა რამდენიმე თეთრით მოიმატა.

ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინი 4-10 თეთრით, ხოლო არაბრენდირებულზე 5 თეთრამდე გაძვირდა. საწვავზე ფასის მომატებას ექსპერტები ლარის კურსს და საერთაშორისო ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს უკავშირებენ.