პროექტი-დემოკრატიის მარცვალი

2018-10-08 18:21:26

რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაცია „ამბრელამ“ ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფონდის დაფინანსებით ტრენინგები ჩაატარა.

ტრენინგის მთავარი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობაში ახალგაზდების ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება გახლდათ. პროექტში მონაწილეობდნენ ახალგაზდრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებიც.

პროექტის მონაწილეები ადგილობრივი დემოკრატიისა და  ჩართულობის პრინციპებს არაფორმალური განათლების მეთოდის გზით გაეცნენ.

პროექტი, ადგილობირივი დემოკრატიის განვითარებაზე მიმართული სამოქმედო გეგმების შემუშავებასაც ითვალისწინებდა.