მგზავრები თბილისში წასვლას ვერ ახერხებენ

2018-10-08 09:54:58

რუსთავიდან-თბილისის მიმართულებით მგზავრებს გადაადგილება უჭირთ.

ამ დროისთვის გაჩერებებზე ასობით ადამიანი ელოდება მიკროავტობუსს, პრობლემებია XIX მიკრორაიონის, თოდრიას, მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ სადგურებზე.

არსებული ინფორმაციით მგზავრები უკვე ნახევარ საათზე მეტია ტრანსპორტის მოლოდინში არიან.