ავარია რუსთავში

2018-10-07 20:42:51

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე.

არსებული ინფორმაციით 19 წლის ბიჭი რომელიც მოტოციკლს მართავდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ახტა. შედეგად დაშავდა ორი ადამიანია. ადგილზე გამოიძახეს სასრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, ექიმება ერთერთს ადგილზე გაუწიეს დახმარება და მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში აღარ გახდა საჭირო, ხოლო მოტოციკლისტი კი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"შემოყვანილია მოტოციკლისტი. გადავუღეთ რენდგენი, მას მარჯვენა ტერფზე აქვს 3 თითი მოტეხილი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გაუკეთდება თაბაშირი და რამდენიმე დღეში შეეძლება ფეხზე გავლა" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა დავით მეტრეველმა.