8 ოქტომბერს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2018-10-07 18:48:00

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს 11:00-დან 15:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 713 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნასაგური, მარტყოფი, წინუბანი, დიდი ლილო და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 13:00 საათამდე 1874 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, მაშავერა, ტნუსი, უკანგორა, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 15:00 საათამდე 109 აბონენტს წალკის რაიონის სოფელბში ბედიანი, ხრამჰესი და მიმდებარედ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.