დავით ბაქრაძე რუსთავში

2018-10-07 17:07:18

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი რუსთავში მხარდამჭერებს შეხვდა.
შეხვედრაზე დავით ბაქრაძის გარდა იმყოფებოდნენ პარტიის ლიდერები:  გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ირმა ნადირაშვილი.

მოსახლეობას  დავით ბაქრაძემ პროგრამის პრიორიტეტებთან ერთად, ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზეც ესაუბრა.

"არჩევნების დღეს მთავრობას არცერთ ბიულეტინს არ გავაყალბებინებთ.
2012 წელს ძალიან ძლიერი ხელისუფლება ვიყავით. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ არჩევნები მოგვეგო, მაგრამ როცა ხალხმა გვითხრა არა გამოვედით და წავედით სახლში. 2012-ში თუ ძალა გქონდათ, რომ მე გამოგეყვანეთ კაბინეტიდან  ვინ თქვა, რომ 2018-ში იმის ძალა არ გაქვთ ახლანდელი მთავრობა შეცვალოთ.
"- განაცხადა დავით ბაქრაძემ

პრეზიდენტობის კანდიდატმა ხალხთან შეხვედრისას რუსთავის პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება.
"რუსთავი არის ქალაქი, რომელიც მაგალითია იმის თუ რა უნდა გააკეთო და როგორ უნდა შეცვალო ქვეყანა ინვესტიციით."- განაცხადა დავით ბაქრაძემ