შპს-ების რეგისტრაცია

2018-10-07 14:25:31

მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელმა პირებმა შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2018 წლის 15 ნოემბრამდე უნდა განახორციელონ.

ყველა პირი, რომელიც ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში - ე.ი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში - არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა.

მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე იწვევს დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით.