გარემოს ეროვნული სააგენტო - 7 და 8 ოქტომბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 8 ოქტომბერს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7 ოქტომბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს, 8-ში კი ისევ მოიმატებს.
თბილისში 7 ოქტომბერს კი შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 8 ოქტომბერს +20 გრადუსამდე დათბება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 7 ოქტომბერს +17°C, 8 ოქტომბერი +21°C, 9 ოქტომბერი +25°C, 10 ოქტომბერი +24°C.