რუსთავში კათოლიკური ეკლესია გაიხსნა [photo]

2018-10-06 20:37:21

რუსთავში კათოლიკური ეკლესია გაიხსნა.

თბილისის ქუჩაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იყო შეკრებილი. ეკლესიის გახსნა საზეიმო ვითარებაში მოხდა, თავდაპირველად აკურთხეს ეკლესია შემდეგ კი წირვა კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, ყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე ჯუზეპე პაზოტოსა და საქართველოში სამოციქულო ნუნცის, ყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე ხოსე მეტენკურის მიერ აღევლინა.

ეკლესიის გახსნას სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა თბილისის ქუჩაზე 1 წლის წინ დაიწყო.