საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქვეითად მოსიარულეებს აქტიურად აჯარიმებენ.
მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით იმის გამო ჯარიმდებიან რომ ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობენ და საავტომობილო გზას იქ კვეთენ სადაც ნებადართული არაა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქვეითებს ძირითადად მეგობრობის და შარტავას გამზირზე, ასევე თოდრიას და მესხიშვილისე ქუჩებზე აჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა 10 ლარია.
აღსანიშნავია რომ თოდრიას ქუჩაზე საავტომობილო გზა უკვე რამდენიმე თვეა რაც დახაზეს. გზაზე მონიშნულია 6 გადასასვლელი თუმცა ქვეითების ნაწილი ზებრა გადასასვლელით მაინც არ სარგებლობს.