შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 კილოგრამამდე ჰაშიშის საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. [ვიდეო/video]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი დააკავეს და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.