ძლიერმა ქარმა დღეს, რუსთავში პრობლემები შექმნა. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი შენობის სახურავი, ხოლო ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩაზე ქარმა ხეები მოგლიჯა. ასევე დააზანა სარეკლამო ბანერები და ავტომობილი. [ვიდეო/video]
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დაშავებულები არ არიან.
შექმნილი ვითარების ადგილზე გასაცნობად, ყაზბეგის ქუჩაზე რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელი იმყოფებოდა.