სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრმა განახორციელა

2018-10-05 13:22:23

ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე განათების ქსელის განვითარების სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსთავსერვის ცენტრმა, რუსთავში, კერძოდ მე-7 ა მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების ახალი სისტემა მოაწყო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ახალი საყრდენი სანათი ბოძები და LED განათება დამონტაჟდა.

გარე განათების დაყენების თხოვნით, რუსთავსერვის ცენტრს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.