რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე წერტილოვანი კამერა დაამონტაჟეს.
ვიდეო სათვალთვალო კამერებს ქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტრო ამონტაჟებს, ამ დროისთვის უკვე დამონტაჟდა თოდრიას ქუჩაზე და VII მიკრო-რაიონში, მანამდე უკვე განთავსდა სანაპიროს ქუჩაზე. აღსანიშნავია რომ სანაპიროს ქუჩაზე დამონტაჟებული კამერებით გადაღებული კადრების საფუძველზე რუსთავში რამდენიმე მძღოლი 50 ლარით უკვე დაჯარიმდა.
წლის ბოლომდე რუსთავში კიდევ 300-მდე კამერა დამონტაჟდება.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუხცხადეს რომ, ვიდეო კამერების ამოქმედება მას შემდეგ მოხდება რაც ოპტიკური ბოჭკოვანი ქსელის მონტაჟი და გამართვა დასრულდება. პროცესის დასრულებისთანავე რუსთავში დამონტაჟებული ყველა ჭკვიანი კამერა ჩაირთვება.