მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-10-05 00:03:16

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ღამით საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლია მოსალოდნელი, ამაღამ და ხვალ მთელი დღე იქნება ძლიერი ქარი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

დასავლეთ საქართველოში ხვალიდან ტემპერატურა მკვეთრად დაცემა, ნალექი იქნება ყველა რეგიონში, გავრცელდება ცივი ჰაერის მასები. ჰაერის ტემპერატურა 15-20 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17-22 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა - 18-20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 5 ოქტომბერს +22°C, 6 ოქტომბერი +20°C, 7 ოქტომბერი +18°C, 8 ოქტომბერი +22°C.

8 ოქტრომბრიდან მოსალოდნელია ამინდის გაუმჯობესება.