5 ოქტომბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-10-04 19:15:45

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ოქტომბერს 08:00-დან 19:15 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 9684 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში სააკაძე, საცხენისი, მუხროვანი, მარტყოფი, ვაზიანი, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 17:00 საათამდე 570 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა და მზიანეთი,

11:00-დან 19:30 საათამდე 2398 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, საიმერლო, ორჯონიკიძე, ბეგლიარი, ფოში და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე 8474 აბონენტს დმანისის რაიონის სოფელბში ქვემო კარაბულახი, ველისპირი, ირგანჩაი, ბახჩალარი, კიზილქილისა და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 15:00 საათამდე 922 აბონენტს თეთრწყაროში დემეტრაშვილის, გიორგი ბრწყინვალის, კოსტავას, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე,

15:30-დან 16:30 საათამდე 2846 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, მუშევანი, ფოცხვერიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.