ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2018-10-04 17:18:35

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.შემთხვევის შედეგად ასევე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი. მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმა ჰქონდა მიღებული.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ასევე დაშავდა ორი მგზავრი .ექიმებით თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.