რუსთავში ყვითელი ავტობუსები საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებენ.
რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმოს გადაწყვეტილებით, ახალი რეგულაციებით, ავტობუსის მძღოლებს სამუშაო დრო გაეზრდებათ და ვალდებულება ექნებათ, დილის 07:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მოემსახურონ მოსახლეობას. საწარმოს ხელმძღვანელი ჯურხა ბენდელიანი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტანსპორტის მოძრაობის სქემა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე შეიცვალა.
აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი 19:00 საათამდე მუშაობდა.
რუსთავში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა დღეიდან, 4 ოქტომრიდან შეიცვალა.