საგზაო მონიშვნები

2018-10-04 12:56:38

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, გზის სავალ ნაწილზე ქვეითთა გადასასვლელები იხაზება.

ზებრა გადასასვლელი, მესხიშვილის ქუჩაზე, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიხაზა.

სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები აწარმოებენ.