4 ოქტომბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინფო რუსთავს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
4 ოქტომბერს 06:00-დან 08:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5807 აბონენტს რუსთავში მეგობრობის, თოდრიას, თბილისის, გურამიშვილის, კიკვიძის და მიმდებარე ქუჩებზე,
11:00-დან 19:30 საათამდე 5671 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში ჯანდარი, საბირქენდი, აზიზქენდი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მარნეულში,
11:10-დან 18:00 საათამდე 1427 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, მუხრანა, ბალახაური, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში,
12:15-დან 15:30 საათამდე 1489 აბონენტს თეთრწყაროში სულხან-საბას, ლომონოსოვის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში აბელიანი, ვაკე, გუდარეხი და მიმდებარე სოფლებში,
14:00-დან 18:00 საათამდე 1653 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, არსარვანი, ყაბური, ბარეთი, ჩივთ-კილისა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.