მოფარიკავეები ისრაელში არალეგალურად დარჩნენ

2018-10-03 15:43:53

6 ქართველი მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა.

არსებული ინფორმაციით, 6 მოყვარული მოფარიკავე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და გენერალურ მდივან დავით სახვაძესთან ერთად შევიდნენ ქვეყანაში. ფედერაციის
პრეზიდენტი და გენერალური მდივანი უკან დაბრუნდნენ, ხოლო სპორტსმენები დარჩნენ.

აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას სანქციები დაუწესდა (5000 ფრანკის ოდენობით). გარდა ამისა, ზაზა მჭედლიძე და დავით სახვაძე გარკვეული დროით დისკვალიფიცირებულები არიან, ისინი ამ ინციდენტის გამო  გამართული საგანგებო ყრილობის შემდეგ გადადგნენ.