რამდენი ავარია მოხდა რუსთავში

2018-10-01 12:46:20

"ინფო რუსთავი"-ს ობიექტივში სექტემბრის თვეში ქალაქის მასშტაბით 14 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ავარიების შედეგად დაშავებულია 22 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია ერთი.

სიჩქარის გადაჭარბებისა და მძღოლების უყურადღებობის გამო რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე დაფიქსირდა 7 შემთხვევა დაშავებულია 8 ადამიანი ხოლო 1 ადგილზევე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევები დაფიქსირდა ასევე რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-გაჩიანის სარკინიგზო მონაკვეთის მიმართულებით, რა დროსაც 14 ადამიანი დაშავდა.

ალაქის სხვადასხვა ქუჩებზე, კონკრეტულად კი - მშენებელთა, რუსთაველის, ლომოურის, მეგობრობის გამზირზე დაფიქსირდა 4 ავტოსაგზაო შემთხვევა. ავარიების შედეგად არავინ დაშავებულა.