"ვაშაძეს უფრო მეტი შანსი აქვს გამარჯვების ვიდრე ბაქრაძეს"

2018-10-03 10:35:08

რუსთაველმა დეპუტატმა, მამუკა ჩიქოვანმა პარტია ევროპული საქართველო გუშინ დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს ყოფნას.

მამუკა ჩიქოვანს "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა და პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე და მის სამომავალო გეგმებზე გაესაუბრა:

- გადახვალთ თუ არა ნაციონალურ მოძრაობაში?

- პარტიის წევრი ნაციონალური მოძრაობის არ გავხვდები, არც მაგათ ფრაქციაში ვაპირებ შესვლას, ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი, უბრალოდ აქტიურად ვიქნები ჩართული არჩევნების პროცესში და ყველაფერს გავაკეთებ რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გახდეს პრეზიდენტი

- გრიგოლ ვაშაძეს მხარდასაჭერად დატოვეთ პარტია?

- საჭიროა გაერთიანება, ციღაცას ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა, ამიტომ ეს გავაკეთე მე

- თქვენ უკვე ყოფილ პარტიას ხომ ჰყავდა საპრეზიდენტო კანდიდატი, მას რატომ არ დაუჭირეთ მხარი? ფიქრობთ რომ დავით ბაქრაძეს უფრო ნაკლები შანსი აქვს ვიდრე გრიგოლ ვაშაძეს?

- ერთი ეგ რომ ნაკლები შანსი აქვს და მეორე მე უკვე ვახსენე, რომ სულ გვინდა ვიღაცამ გადადგას ნაბიჯი ჩვენ სასარგებლოდ და არასდროს არ ვაიძულებთ საკუთარ თავს რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯი. ახლა დროა რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯი, დავუჭიროთ მხარი რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ

- შესაძლებელია რომ მსგავსი ნაბიჯი თქვენი ყოფილი პარტიიდან სხვამაც გადადგას?

- სხვის მაგივრად რა გითხრათ, მაგრამ იმედი მაქვს გადადგავენ ამ ნაბიჯს

- ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ თქვენ იყავით განაწყენებული იმის გამო რომ არ ჩაგაბარეს პარტია ევროპული საქართველოს რუსთავის საკურატორო და ამის გამო დატოვეთ პარტი

- არა, სისულელეა აბსოლუტური

- რუსთავში თქვენ უხელმძღვანელებთ ვაშაძის საარჩევნო შტაბს?

- არა, ესეთი არ ყოფილა, უამრავი შემოთავაზება იყო და ჩემი წამოსვლის შესახებ მე რამდენიმე დღის წინ განვაცხადე პარტიაში

- რა ფორმით მოხდება თქვენი არჩევნებში ჩართულობა?

- მე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ საარჩევნო მარათონში აქტიურად მივიღებ მონაწილეობას, ეს იქნება სხვადასხვა ფორმით, თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ არ ვიქნები პარტიის წევრი.