3 ოქტომბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-10-02 17:24:23

3 ოქტომბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინფო რუსთავს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

3 ოქტომბერს 13:00-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 203 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 18:00 საათამდე 13480 აბონენტს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში მუღანლო, ლეჟბადინი, ხანჯიგაზლო, კაჩაგანი, ტაკალო და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე 5645 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი, ფოლადაანთკარი, გეთა, ძეძვნარიანი, ბერთაკარი, სენები, დარბაზი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.