"N2 მიხეილ სააკაშვილის პარტია არ ყოფილა"

2018-10-02 16:26:16

ევროპული საქართველოს წევრებს 2 წელი ეგონათ რომ ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფას მცხოვრებლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ პოლიტიკურ გაერთიანება „ევროპულ საქართველოს“ ტოვებენ.

მარნეულის სათემო რადიოს ინფორმაციით, პარტიიდან წასულმა პირებმა განაცხადეს, რომ „ევროპულ საქართველოში“ ატყუებდნენ. მათი თქმით, დღემდე „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე პარტია ეგონათ.

„ევროპული საქართველოს“ დატოვების შემდეგ ოცამდე ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.

ჩვენ არ გვინდა, რომ ხალხი მოვატყუოთ. აქ ვინც ვართ, ნახევარია. ჩვენ უფრო ბევრი ვართ“, - განაცხადა ბრიფინგზე ნიაზ გულიევმა.

„ევროპული საქართველო“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლის იანვარში გამოეყო.