მამუკა ჩიქოვანმა ევროპული საქართველო დატოვა.
მამუკა ჩიქოვანი პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.
„ახლა ქვეყანა არის ძალიან ღრმა კრიზისში. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ცვლილებები და ეს დაკვეთა აუცილებლად უნდა შესრულდეს. ჩემი ამ გადაწყვეტილებით თანამებრძოლების ინსპირირებას შევცდები. ძალიან სახიფათო ზღვარზე ვდგავართ, ქვეყანაში შექმნილია მძიმე სიტუაცია. მოახლოებული არჩევნების წინ, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც თითოეულ პარტიას, გაერთიანებას აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი ძალების დემონსტრირება უნდა სცადოს და შემდეგ ხმები ითვალოს. ახლა დროა, დათმობების,“ - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
ამ ეტაპზე უცნობია გააგრძელებს თუ არა მამუკა ჩიქოვანი რომელიმე სხვა პარტიაში პოლიტიკური საქმიანობის.