"ინტერტრანსი"-ს დამფუძნებელი ხვიჩა მაქაცარია მოითხოვს რომ იმ კომპანიებს რომლებსაც მგზავრები რუსთავიდან-თბილისში მინივენებით გადაჰყავს შეზღუდვები დაუწესდეს.
"კომპანიას არ აქვს ჯანსაღი სიტუაცია, დადიან "ხიშნიკები", მინივენები და ტაქსები, ეს ვითარება აფერხებს კომპანიას. ჩვენი მგზავრების 10%-ს კი "ხიშნიკები გვართმევენ. კომპანიას შემოსავალი არ აქვს. ყოველწლიურად 1 800 000 ლარს ვდებ ინვესტიციის სახით, ეს არ არის მომგებიანი კომპანია, მაშინ რად მინდა წამგებიანი კომპანია? გავზარდოთ ტარიფი 50 თეთრით და გპირდებით რომ ყველა დაკისრებულ მოვალეობას შევასრულებ რაზეც შევთანხმდებით. თუ მინივენებში იხდიან 2.5 ლარს, 2 ლარს რატომ ვერ გადაიხდის მგზავრი თუ კომფორტს შევუქმნით. კომპანია დალაგდება და იქნება აწყობილი", - განაცხადა ხვიჩა მაქაცარიამ.
შეგახსენებთ რომ კომპანია "ინტერტრანსი"-ს დამფუძნებელი გუბერნიის ადმინისტრაციაში გუბერნატორს და ქალაქის მერს შეხვდა, სადაც კომპანიის ვალდებულებებზე ისაუბრეს.